“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა…” – კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა..." - კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადასაქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი მის დამოკიდებულებაზე საუბრობს:

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.”