გორში აღმოჩენილი ძვლები ზაქრო ბერძნიშვილის არ აღმოჩნდა

გორში აღმოჩენილი ძვლები ზაქრო ბერძნიშვილის არ აღმოჩნდაგორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ადამიანის არ არის და ცხოველისაა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ არქეოლოგმა, ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.

„ცხოველების ძვლებია მხოლოდ. ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკრუპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.

გორის კულტურისა და დასვენების პარკში, იქ სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი დღეს მიიყვანეს. ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორში მიმდინარე კვირასში განახლდა.

ნიუპოსტი