ჰარი კეინი: ”ტოტენჰემმა თითქმის შეუძლებელი შეძლო”

ჰარი კეინი: ”ტოტენჰემმა თითქმის შეუძლებელი შეძლო”ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა რომ ბარსელონაში მოპოვებული ფრე მისი გუნდისთვის ისტორიული შედეგია და ის ამაყობს რომ ამ ისტორიის ნაწილი გახდა. კეინის თქმით ტოტენჰემს ევროპაში ყველა გუნდთან შეუძლია:

”პირველი სამი ტურის შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ ამის გაკეთება შევძელით. ბარსელონასთან ფრე ისტორიული შედეგია და ჩვენ ამით ვამაყობთ. მერვედფინალში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია გამარჯვება”–განაცხადა ჰარი კეინმა.

ტოტენჰემმა ბარსელონასთან 1:1 ითამაშა და ინტერის წაფორხილებით ისარგებლა, რომელმაც საკუთარ მოედანზე პსვ-ს ვერ მოუგო.