ლაშა პაპაშვილი მთავრობას აკრიტიკებს – „ეკონომიკური ბლოკი განსაკუთრებით დაქსაქსულია”

ლაშა პაპაშვილი მთავრობას აკრიტიკებს - „ეკონომიკური ბლოკი განსაკუთრებით დაქსაქსულია"„ეკონომიკური ბლოკი განსაკუთრებით დაქსაქსულია და ერთიან პოლიტიკას ვერ ახორციელებს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა “საქმიანი დილის” შეკითხვას თუ რამდენად ეფექტიანია საქართველოს მთავრობა.

მისი თქმით, საუბარი ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე სულ მიმდინარეობს, მაგრამ მთვარობას ცენტრალიზება აკლია.

„სულ ვსაუბრობთ ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე ცალკეული ფრთების, მაგრამ მე უფრო ცენტრალიზების მომხრე ვარ, ეს აკლია მთავრობას. უფრო დაქსასულია ხელისუფლება, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკი, ერთიან პოლიტიკას ვერ ახორციელებს. თუ რამე ცვლილებები დაიგეგმება, მხოლოდ ამ კუთხით ცვლილებებს ვისურვებდი”, – აცხადებს პაპაშვილი.

მისივე თქმით, სასურველია კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედება.

ბიზნესმენი „საქმიანი დილის“ ეთერში საპრეზიდენტო არჩევენებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, არჩევნების დროს არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველგან ფერხდება ინვესტიციები.

„განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციები ჩერდება არჩევენების დროს, ბიზნესისთვის სჯობს, უფრო მშვიდი და აპოლიტიკური გარემო იყოს”, – აცხადებს პაპაშვილი.

ბიემჯი