მამა დავითი: “ამ უმძიმეს შემთხვევას პირადად შევესწარი… სისხლი გამეყინა… არ ვიცოდი რა მექნა“

მამა დავითი: “ამ უმძიმეს შემთხვევას პირადად შევესწარი… სისხლი გამეყინა… არ ვიცოდი რა მექნა“27 ნოემბერს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა.  და-ძმასთან და მამასთან ერთად სასეირნოდ მყოფი წლინახევრის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის  შესახებ სოციალურ ქსელში მამა დავით რუხაძე წერს და დეტალებს იხსენებს.
„ძალიან მიჭირს დავწერო რამე…. და ზოგადად მიჭირს იმ დღის შემდეგ…. დღეს მე-9 დღეა პატარა ანასტასიას ტრაგიკული გარდაცვალებიდან! 27 ნოემბერს საღამოს მომხდარ ამ უმძიმეს შემთხვევას პირადად შევესწარი. იმ საღამოს ლისის ტბაზე ასვლა გადავწყვიტე. ასე ხანდახან ავდივარ და ტბის გარშემო ფეხით ვმოძრაობ(მარჯვენა ფეხის ვენებზე გაკეთებული მეორე ოპერაციის გამო ეს ჩემთვის აუცილებელია).

ასე მივდიოდი ფეხით წრეზე, რომ უცბად მოპირდაპირე მხრიდან(იქიდან სადაც დაცვის პოლიციის ჯიხურია, ორმხრივი შლაგბაუმები აყენის და წინ ასფალტიანი მოედანია, სადაც ძირითად ბავშვები თამაშობენ) საშინელი ხმაური მომესმა. გავიხედე და დავინახე საშინელი სისწრაფით შემოვარდნილი მანქანა… შემდეგ დაჯახების ხმა და მამაკაცის განწირული ყვირილი: მიშველეთ! ბუნებრივია მოვტრიალდი და სასწრაფოდ გავეშურე იმ ადგილისაკენ…. დაახლოებით 5-7 წუთში ვიყავი ადგილზე, სადაც საშინელი სურათი დამხვდა: რამდენიმე მეტრზე გადაგდებული პატარა ბავშვი და მისი სიცოცხლისათვის მებრძოლი განწირული მამა, რომელიც სასოწარკვეთილი ყვიროდა და შველას ითხოვდა! დროდადრო მიწაზე წვებოდა და ბავშვს მთელი სხეულით ეკვროდა, ხან წამოდგებოდა და გულამოსკვნით ტიროდა. ეს ყველაფერი შემზარავი სანახავი იყო.
სისხლი გამეყინა… არ ვიცოდი რა მექნა…. სასწრაფო უკვე გამოძახებული იყო, პოლიციაც ადგილზე დამხვდა. სამწუხაროდ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო…..მამის ნუგეში მასთან სიახლოვით გადავწყვიტე(ბუნებრივია ამ დროს ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სიტყვას ვერ გააგებინებ), მასთან ვიდექი და დროდადრო გულში ვიკრავდი….. მახსოვს მისი ტირილიანი კითხვა: მამაო მითხარით აქ მანქანას რა უნდოდა? ქუჩაზე რომ გადაერბინა ბავშვს , ჩემი დაუდევრობის ბრალი იქნებოდა, ..მაგრამ აქ სრულიად უსაფრთხო სიტუაციაში….?!
შემდეგ ცოტა მოგვიანებით ბავშვის დედა ამოვიდა. მე გამაოცა ამ გოგოს თავშეკავებამ. ის თავდახრილი იდგა თვალცრემლიანი, განადგურებული, გაფითრებული, მაგრამ არცეთი მოთქმა, არცეთი ვაი შვილო, არცერთი ვაი დედა……!!! ასე გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში მანამ სანამ ბავშვი სამხარაულის ექეპერტიზის ბიუროში არ წაასვენეს! ….. მესამე დღეს ბავშვი დაიკრძალა…. დღეს 5 დეკემბერია და წლინახევრის ანასტასია ჯულუხიძის გარდაცვალებიდან მე-9 დღეა. ვუსაძიმრებ მის მშობლებს გიორგი ჯულუხიძეს და ლანა უნდილაშვილს. მათ საკუთარი შვილის სახით ზეციური მეოხი შეიძინეს, რომელიც ცათა სასუფევლიდან იზრუნებს დედ-მამასა და და-ძმაზე. ….ლანას მოქმედებამ და მასთან მოგვანებით საუბარმა კი…. მე მართლმადიდებლობა დამანახა!!!! ნათელში იყავი შვილო ტასუნა, მე შენ არ დაგივიწყებ“, – წერს მამა დავითი.