მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ოლე-გუნარ სოლსკიაერი იქნება

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ოლე-გუნარ სოლსკიაერი იქნებამანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. სოლსკიაერი მანჩესტერის ფეხბურთელი იყო და ამ გუნდში მან 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი იყო, რომელმაც იუნაიტედს გამარჯვება მოუტანა. სოლსკიაერი 45 წლის არის და ის 3 წლის მანძილზე ნორვეგიული მოლდეს მთავარი მწვრთნელი იყო.

მას ასევე კარდიფშიც აქვს ნამუშევარი, მაგრამ ამ გუნდში მან წარმატებას ვერ მიაღწია.