ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება?

ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება?ნათელა მაჭავარიანი ამ ეტაპზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც მან “პრაიმტაიმს” განუცხადა, უკვე მეორე დღეა აქვს ინფორმაცია ამ წინადადების გაჟღერების შესახებ, თუმცა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან, ან მისი წარმომადგენლებისგან ამ ეტაპზე შეთავაზება არ მიუღია.

რაც შეეხება კითხვას, მიიღებს თუ არა გამოწვევას შეთავაზებს შემთხვევაში – კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა.

პრაიმ ტაიმი