,,ყარაყუმის ტორტი” – საუკეთესო რეცეპი!  

ინგრედიენტები:
ბისკვიტი:
კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 400 გ
ვანილი – 1 ცალი
კარაქი – 100 გ
კაკაო – 75 გ (3 შეკვრა)
მაწონი – 500 გ
სოდა – 2 ჩ/კ
ძმარი – 2 ჩ/კ
ფქვილი – 3 ჭიქა (600 გ)
კრემი:
შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი”) – 2 ცალი
კარაქი – 300 გ
ხსნადი ყავა – 1 ს/კ
კონიაკი – 1 ს/კ
ვანილი – 1 ცალი
შავი შოკოლადი – 1 ცალი
მომზადების წესები:
3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი “დაჩა”, 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ ჟარონაზე რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკოლადი.

შენიშვნა: გამოიყენეთ კარაქი ან დაჩა, დაჩა ძალიან მსუბუქია და ბისკვიტსაც და კრემსაც ამსუბუქებს

ცომი ჩაასხით განიერ ფორმაში, იმიტომ რომ მაღალი ბისკვიტი არ უხდება ამ ნამცხვარს, ამიტომ განიერ ფორმაში ძაან არ აფუვდება. მე ვითხოვე წითელ პეჩკებს რომ მრგვალი ჟარონები აქვს და იმაში გამოვაცხე

ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში და ისე დაასხით კრემი

უმჯობესია დატოვოთ მთელი ღამით, კრემი კარგად გაუჯდება, ჩაარბილებს და სასიამოვმო საჭმელი იქნება

კრემი მოგეჩვენებათ ძალიან ბევრი მაგრამ ბოლომდე დაასხით, არ დაიტოვოთ, ბისკვიტი შეიწოვს მთლიანად და ზედაპირზე დარჩება საკმარისი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019