სალომე ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

სალომე ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართებასაპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

“როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწვეულთა შორის იქნება გიორგი მარგველაშვილიც.

როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს, პრემიერმინისტრი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის. საკითხი ამ კვირაში მთავრობის სხდომაზე გავა.