საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდაწინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში $322.6 მლნ შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2%-ით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი $49.7 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებმა განახორციელა, კორეა $40.2 მლნ-ით მეორე ადგილს იკავებს, სამეულს $33.1 მლნ-ით აზერ5ბაიჯანი ასრულებს.

რაც შეეხება ინვესტიციებს სექტორების მიხედვით აქ დამუშავებული მრეწველობა ლიდერობს – $56.5 მლნ, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მეორე ადგილზეა – $54.5 მლნ, ხოლო ენერგეტიკა მესამეზე – $46.3 მლნ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია მხოლოდ დამუშავებული მრეწველობის წილი.

დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი 2019 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

პირველი