შსს-ში დავით კირკიტაძეზე გამოძიება დაიწყო

შსს-ში დავით კირკიტაძეზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ უწყებაში.

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ.

ნიუპოსტი