ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღესზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “ნეოფარმი” დააყაჩაღეს. დაწესებულებაში ნიღბიანი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შეიჭრა და სალაროდან ფული წაიღო. აფთიაქში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.დაკითხვაზე გადაყვანილია აფთიქის თანამშრომელი.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.