აარონ რემზი ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელია

აარონ რემზი ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელიააარონ რემზი ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა. კვირას ის ტურინში ჩაფრინდება და კონტრაქტს ხელს მოაწერს. რემზი იუვენტუსთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება.

მასზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს აქვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადა იუვენტუსმა ამ ტრანსფერში. რემზი არსენალში 2008 წლიდან თამაშობდა და წლების მანძილზე მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო.