აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზე

აფეთქება დიდ დიღომში 9 სართულიანი სახლის მე-6 სართულზედიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არის ნგრევა, ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანია დაღუპული.