ჯანო ანანიძე: ”ვიტესში თამაში მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა”

ჯანო ანანიძე: ”ვიტესში თამაში მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა”ჯანო ანანიძემ კრილია სოვეტოვში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ჰოლანდიურ ვიტესში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა:

”არ დავმალავ და ვიტყვი რომ ვიტესში თამაში მსურდა, მაგრამ რადგან ეს ვარიანტი არ გამოვიდა, კარიერას კრილია სოვეტოვში გავაგრძელებ. მინდა რომ ამ გუნდში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვიყო და ყველას ვანახო ჩემი შესაძლებლობები”–განაცხადა ანანიძემ.

კრილია სოვეტოვში ჯანო იჯარით ითამაშებს და შესაძლოა მომავალ სეზონში ის სპარტაკში დაბრუნდეს.