კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგოიუვენტუსმა იტალიის სუპერთასზე მილანი დაამარცხა 1:0 და შეხვედრაში ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. რონალდოსთვის ეს პირველი ტიტულია იუვენტუსის შემადგენლობაში. მატჩის შემდეგ რონალდომ განაცხადა, რომ მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და ის კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს მომავალში:

”მიხარია, რომ ჩემი გოლის წყალობით იუვენტუსმა გაიმარჯვა და ტიტული მოვიპოვეთ. მომავალში იუვენტუსთან ერთად კიდევ არაერთხელ გავიმარჯვებ და ამაში დარწმუნებული ვარ”–განაცხადა რონალდომ.