კუპატაძე – ”3 ადამიანია დაღუპული”

კუპატაძე - ”3 ადამიანია დაღუპული”„ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი,“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმათეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება”, – განაცხადა კუპატაძემ.

ინტერპრესნიუსი