ლეონარდო დიკაპრიო 21 წლის კამილა მორონეს ხვდება

ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო პა­პა­რა­ცებ­მა ტა­ი­ლან­დის მზი­ან სა­ნა­პი­რო­ზე საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­მან­ტი­კუ­ლი დას­ვე­ნე­ბა წყვილ­მა დე­კემ­ბრის ბო­ლოს ფხუ­კეთ­ში მო­ი­წყო.

ლე­ო­ნარ­დო და კა­მი­ლა მო­რო­ნე სა­კუ­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა პა­პა­რა­ცე­ბი მათ გა­და­ღე­ბას მა­ინც ახერ­ხე­ბენ.

ტა­ი­ლან­დში წყვი­ლი მსა­ხი­ო­ბის მი­ლი­ო­ნერ მე­გობ­რებ­თან – ლუ­კას ჰა­ას­თან და ვლა­დის­ლავ დო­რო­ნინ­თან ერ­თად შე­ნიშ­ნეს პა­პა­რა­ცებ­მა. ფხუ­კე­თის სა­ნა­პი­რო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­უ­ფა­რა­ვად ამ­ჟღავ­ნებ­დნენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სიყ­ვა­რულს.

კა­მი­ლა მო­რო­ნეს ტა­ი­ლან­დში გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო აქვს პი­რად “ინ­სტაგ­რამ­ზე”, თუმ­ცა მათ­ში ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო არ ჩანს.

კა­მი­ლა ალ პა­ჩი­ნოს გე­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­მა გა­აც­ნო წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს. გო­გო­ნას დედა ლუ­სი­ლა სოლა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ალ პა­ჩი­ნოს­თან, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 78 წლის მსა­ხი­ობს ახლა სხვა გა­ტა­ცე­ბა ჰყავს.

44 წლის ლე­ო­ნარ­დო 21 წლის არ­გენ­ტი­ნელ მო­დელს კა­მი­ლა მო­რო­ნეს წე­ლი­წად­ზე მე­ტია ხვდე­ბა და ეს მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბაა. და­სავ­ლუ­რი მე­დია იმა­საც კი წერს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა და მალე შე­საძ­ლოა, წყვი­ლი და­ქორ­წინ­დეს კი­დეც.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019