მსოფლიო პატრიარქმა კიევის მიტროპოლიტს ტომოსი ოფიციალურად გადასცა

მსოფლიო პატრიარქმა კიევის მიტროპოლიტს ტომოსი ოფიციალურად გადასცამსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტი – ტომოსი ოფიციალურად გადასცა. ცერემონია სტამბოლის ეკლესიაში, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულებისთანავე გაიმართა.

ღვთისმსახურებას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღვართან, კიევის მიტროპოლიტ ეპიფანესთან ერთად ატარებს. მსახურებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უმაღლესი რადის სპიკერი და უკრაინის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებიან.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი გუშინ მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იმედინიუსი