ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ოქრუაშვილს – ”კალაძე შენ გბაძავს ახალგაზრდობაში!”

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ოქრუაშვილს - ”კალაძე შენ გბაძავს ახალგაზრდობაში!”დღეს კახა კალაძემ სააკაშვილზე თქვა, ჰოლანდიიდან გამოექანოსო.

”მთაწმინდაზე ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს” – აღნიშნა კახი კალაძემ.

ამას ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში ასეთი პოსტი მიუძღვნა:

”ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ შენ გბაძავს ახალგაზრდობაში. ირაკლი ოქრუაშვილი”

ირაკლი ოქრუაშვილმა ნანუკას უპასუხა:

”ვის მადარებ? მაგასთან შედარებით ვეფხისტყაოსანის ორი საზეპირო მაინც ვიცი და დიპლომი მამაჩემს არ უჩუქებია დაბადების დღეზე.”