ნათია ციცვაძე, მისი და და შვილი დიდ დიღომში აფეთქებისას დაიღუპნენ, მეუღლე დღეს კლინიკიდან გაწერეს

ნათია ციცვაძე, მისი და და შვილი დიდ დიღომში აფეთქებისას დაიღუპნენ, მეუღლე დღეს კლინიკიდან გაწერესგუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.

მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდნენ. სამი შვილიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას დაიღუპა ნათია ციცვაძის დაც. მისი მეუღლე კი – ფრიდონ ფირალიშვილი – მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.

პრაიმ ტაიმი