პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილმა პროკურორი სცემა – რა მოხდა ვანის რესტორანში

პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილმა პროკურორი სცემა - რა მოხდა ვანის რესტორანშივანში 11 იანვარს სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი ვანის რაიონში მდებარე რესტორან მასპინძელოში მოხდა, სადაც ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა, პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი სცემა.

რესტორნის მფლობელი თენგიზ კაცაძე ყვება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი სამართალდამცველებს შორის გარე პერიმეტრზე დაიწყო.

პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილმა პროკურორი სცემა - რა მოხდა ვანის რესტორანში

რესტორნის მეპატრონე თენგიზ კაცაძე

”რაიონის პოლიცია იყო და პროკურორი სტუმრები, რესტორანში არავითარი ინციდენტი არ ყოფილა, დატოვეს რესტორანი, დაიკეტა რესტორანი და მერე რა მოხდა, არ ვიცი”, – განაცხადა თენგიზ კაცაძემ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია მომხდარს ასე აფასებს:

„რესტორანში სუფრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები, სადაც მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ერთმანეთის მიმართა და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით და ძალოვანი უწყებები დაკავებულები იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან ისინი დაკავებული და ეს ნათლად მიუთითებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩაფლული.“

პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილმა პროკურორი სცემა - რა მოხდა ვანის რესტორანში

გიგა შუშანია

ინციდენტში მონაწილე ძალოვანებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის, მუხლით დაიწყო.

ვანში მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელაა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი 2