„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა

„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა.

როგორც BM.ge-ის საქართველოს ფოსტაში განუცხადეს, საქმე ეხება საფასურს, რომლის გადახდაც მომხმარებელს საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების, საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის მოუწევს.

“ეს წესი ძალაში 2019 წლის 3 იანვრიდან შევიდა. ესაა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 2 (ორი) ლარის ოდენობით”, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

მათივე თქმით, ადრე მსგავსი ტიპის მომსახურება უფასო იყო, თუმცა საერთაშორისო რეგულაციები ფოსტას მსგავსი მომსახურების დანერგვას ავალდებულებს, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ეს არ შეეხება ყველა გზავნილს; საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთი გზავნილების კოდი იწყება ლათინური ასოებით U,L, C ან რიცხვით 03”, – აცხადებენ ფოსტაში.