“საშინელებათა სიზმარში მგონია თავი” – დიდ დიღომში აფეთქებისას ლევან დავლაძე დაიღუპა

"საშინელებათა სიზმარში მგონია თავი" - დიდ დიღომში აფეთქებისას ლევან დავლაძე დაიღუპადიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი 30 წლის ლევან დავლაძეა.

ნატო არევაძე ფეისბუქში წერს:

“ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი, საშინელებათა სიზმარში მგონია თავი. მთელი საქართველო გგლოვობს. ლევანი დავლაძე. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შეეენნ!”

შემთხვევა გუშინ მოხდა. რომლის დროსაც, დაშავდა 8 ადამიანი და გარდაიცვალა 4 პირი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ნიუპოსტი