ანი აროშიძე – ”მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ დამაპატიმრეს ბესელიას ვიდეოს ნახვის გამო, მამა 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა”

ანი აროშიძე - ”მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ დამაპატიმრეს ბესელიას ვიდეოს ნახვის გამო, მამა 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა”გოგონა, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გამო და­ა­კა­ვეს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. ანი არო­ში­ძის ღია წე­რილს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „გირ­ჩი“ „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

„მე ანი არო­ში­ძე ვარ, 19 წლის.

31 იან­ვარს, ღა­მის 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე, ჩემს სახ­ლში შე­მო­ვარ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის თვალ­წინ და­მა­პა­ტიმ­რეს.

მა­მა­ჩე­მი ამ „ოპე­რა­ცი­ი­დან“ ხუთ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე არ ვაბ­რა­ლებ მა­მას სიკ­ვდილს პო­ლი­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ მე ბრალს ვდებ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს იმა­ში, რომ მა­მა­ჩემს სა­კუ­თა­რი შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე დარ­დი საფ­ლავ­ში ჩა­ა­ყო­ლეს.

მე ახ­ლაც ბრალ­დე­ბუ­ლი ვარ და სა­სა­მარ­თლოს ვე­ლო­დე­ბი.

მო­გიყ­ვე­ბით, რა გა­დამ­ხდა თავს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სახ­ლში რომ შე­მოგ­ვი­ვარ­დნენ, სიმ­სივ­ნის მე­ო­თხე სტა­დი­ის დი­აგ­ნო­ზით ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მა­მა­ჩე­მი უკვე სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს ით­ვლი­და.

ის მო­ა­ტყუ­ეს, უთხრეს, რომ მოწ­მის სტა­ტუ­სით მი­ბა­რებ­დნენ პო­ლი­ცი­ა­ში და მა­ლე­ვე გა­მო­მიშ­ვებ­დნენ სახ­ლში.

ასე აღ­მოვ­ჩნდი ცი­ხე­ში.

ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მა­მას­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინექ­ცი­ის გა­რე­შე ყოფ­ნა წა­მე­ბას ნიშ­ნავ­და, მორ­ფი­ნის გა­მო­ტა­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი კი მე ვი­ყა­ვი.

ჩემი გა­ტა­ცე­ბა-და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ დე­დას ერთი დღე დას­ჭირ­და, რომ მორ­ფი­ნი ჩემ ნაც­ვლად გა­მო­ე­ტა­ნა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მა­მა­ჩე­მი წა­მე­ბის­თვის გა­ი­მე­ტა.

ამი­ტო­მაც არ მაქვს უფ­ლე­ბა, ეს საქ­ცი­ე­ლი ვინ­მეს ვა­პა­ტიო.

მა­მა­ჩე­მის ნაც­ვლად ვერ ვა­პა­ტი­ებ.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლა­ფერ­ზე გულ­წრფე­ლად მოვ­ყვე, მათ შო­რის, სა­კუ­თარ „და­ნა­შა­ულ­ზე“. ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ მე ვნა­ხე ეკა ბე­სე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და გა­ვუგ­ზავ­ნე ის სამ მე­გო­ბარს არა სა­ჯა­როდ, არა­მედ პი­რად ჩატ­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა ეს.

არ მგო­ნია, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი მი­სა­ბა­ძია და ბო­დიშს ვუხ­დი ქალ­ბა­ტონ ეკა ბე­სე­ლი­ას ჩემი ბავ­შვუ­რი, უაზ­რო გარ­თო­ბის გამო, მაგ­რამ მე კრი­მი­ნა­ლი არ ვარ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ დამ­ჭირ­დეს ამის­თვის, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დამ­ნა­შა­ვეა ჩემი ოჯა­ხის, მა­მა­ჩე­მი­სა და ჩემი მე­გობ­რე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც ამ აბ­სურ­დის გამო ახ­ლაც ცი­ხე­ში სხე­დან.

ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ პო­ლი­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებ­და ჩემ და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად, თა­ნაც ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დად­გე­ბო­და მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ისე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­და ჩემს წარ­მოდ­გე­ნას სამ­ყა­რო­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ამ რამ­დე­ნი­მე დღემ.

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე გა­დამ­ხდა თავს.

ცი­ხი­დან კვი­რას გა­მო­მიშ­ვეს, 1000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი – ეს მაქ­სი­მუ­მი იყო, რისი სეს­ხე­ბაც დე­და­ჩემ­მა შეძ­ლო.

სამ­შა­ბათს მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

მინ­დო­და ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი ჩა­მექ­ნია და დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბი ცი­ხე­ში ისევ სხე­დან, იგი­ვე ბრალ­დე­ბით, და მე გა­დავ­წყვი­ტე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო მათ და­სახ­მა­რებ­ლად.

გა­დავ­წყვი­ტე, მა­მა­ჩემს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ მისი შვი­ლი კრი­მი­ნა­ლი არ არის.

ამი­ტომ მივ­დი­ვარ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

მე არ ვარ კრი­მი­ნა­ლი, რად­გან ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, მე არ გა­და­მი­ღია და სა­ჯა­როდ არ გა­მივ­რცე­ლე­ბია კად­რე­ბი, და ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ და­მი­ჭერ­დნენ იმ ვი­დე­ოს გამო, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში – ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­პო­ვე და სამ მე­გო­ბარს ვაჩ­ვე­ნე.

მე არ ვარ კრი­მი­ნა­ლი და გუ­ლის­ხმი­ერ ადა­მი­ა­ნებს გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ ამის დამ­ტკი­ცე­ბა­ში,” – ნათ­ქვა­მია ანი არო­ში­ძის წე­რილ­ში.

ამბები