ბესელიას მძიმე ხუთშაბათი – „ეს კენჭისყრა იქნება კულმინაცია“

ბესელიას მძიმე ხუთშაბათი - „ეს კენჭისყრა იქნება კულმინაცია“დღევანდელ სესიაზე გაირკვევა დაუჭერენ თუ არა მხარს ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ. კენჭისყრის შემდეგ მიიღებს თავად ბესელია გადაწყვეტილებას, უმრავლესობაში დარჩენის თუ დატოვების თაობაზე. უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა და ეს გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგაც დადასტურდა.

„ჩანს, მე მგონი, ძალიან კარგად, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას ჰყავს თავის ლობისტები პარლამენტში და ისინი არ მალავენ ამ პოზიციას. მე იმედი მაქვს რომ უმრავლესობის შიგნით მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებას და თავიანთ პოზიციას დააფუძნებენ იმ საზოგადოებრივ და სამართლებრივ ნებას, რომელიც აუცილებელია რომ იყოს მხარდაჭერილი. ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია და ჩემი გადაწყვეტილებაც, ალბათ, დაეფუძნება ამ კენჭისყრის შედეგებს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ნიუპოსტი