დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამის შესახებ კომენტარი დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ექიმები ამ დროისათვის დეკანოზის ზუსტ დიაგნოზს ვერ ადგენენ:

„ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმის ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროს საავადმყოფოში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე“, – აცხადებს რამიშვილი.