ერნესტო ვალვერდე: ”თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით არა”

ერნესტო ვალვერდე: ”თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით არა”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის კმაყოფილია გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით, მაგრამ არა შედეგით. ვალვერდეს აზრით, ბარსელონა გამარჯვებას იმსახურებდა, მათ უბრალოდ არ გაუმართლათ:

”მეტოქეს ვაჯობეთ და შეხვედრების სადავეებს მთლიანად ვაკონტროლებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეტს ვიმსახურებდით და შედეგით კმაყოფილი არ ვარ. იმედი მაქვს, საკუთარ მოედანზე მომენტებს უკეთესად გამოვიყენებთ”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ. ლიონში მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.