ილიაუნის 15-მა სტუდენტმა გიგა ზედანიას კაბინეტის წინ შიმშილობა დაიწყო

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – ილიაუნის სტუდენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ულტიმატუმი წაუყენეს და დღეს 22:00 საათამდე გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს, თუმცა, გიგა ზედანიამ ის არ დააკმაყოფილა.

ამ დროისთვის ილიაუნის 15 სტუდენტი რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობს. ისინი აანონსებენ, რომ მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.

სტუდენტები უნივერსიტეტში დაწყებულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ ბიზნეს სკოლა არ გაუქმდეს და ძველი სახე შეინარჩუნოს.

სტუდენტები განათლების სამინისტროს და პარლამენტის განათლების კომიტეტს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ილიაუნი პროტესტის ნიშნად კიდევ რამდენიმე ლექტორმა დატოვა. ქადაგიძეს მხარდაჭერას უცხადებენ ბიზნეს სკოლის სტუდენტები და მის აღდგენას მოითხოვენ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019