ჯონათან სვიფტი – გულივერის მოგზაურობა

ჯონათან სვიფტი - გულივერის მოგზაურობა“მე მიყვარს კითხვა” – 19 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – ჯონათან სვიფტი ”გულივერის მოგზაურობა”.

ფასი გაზეთთან ერთად 7 ლარი.

ამ წიგნის პირველი გამოცემიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. აღმოჩნდა კი ჭკუის სასწავლი სახელმძღვანელო ეს წიგნი, როგორც ავტორი ვარაუდობდა? რას ემართლებოდა მართალი გულივერი თავისი დროის საზოგადოებას, რომელსაც იგი ჯოგს უწოდებს? რაში სდებდა ბრალს თავის ხალხს? რა შეიცვალა მას შემდეგ ხალხის აზროვნებაში? ან საერთოდ, შეიცვალა კი? როგორ გაუძლო საუკუნეებს ნაწარმოებმა, რომელიც, როგორც ავტორი აცხადებს, ხალხის მოსაწონად კი არ დაწერა, არამედ მათ გამოსასწორებლად? შესაძლებელია კი ხალხის გამოსწორება? ამ უკვდავი წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხებს გონიერი მკითხველი თავად იპოვის.