ხაშურში ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას დაეჯახა

ხაშურში ბორჯომი-თბილისის მატარებელი მანქანას დაეჯახაავარია ხაშურში-ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, სოფელ ტეზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა „ფოლკსვაგენის“ მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 275 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, აღნიშნული მუხლი 2 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი