მაგთი ტარიფებს მაინც გააძვირებს – 18 თებერვლიდან „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება

მაგთი ტარიფებს მაინც გააძვირებს - 18 თებერვლიდან „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება“მაგთიკომი” ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილებას არ ცვლის.

როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მიუხედავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნისა, რომ ტარიფების გაძვირება დროებით შეჩერდეს იქამდე, სანამ უწყება ამ საკითხის კვლევას არ დაასრულებს, ჯერჯერობით “მაგთიკომის” გადაწყვეტილება ძალაშია და 18 თებერვლიდან ამოქმედდება.

ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ძვირდება “მაგთიკომის” ტარიფი, რადგან 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური ინტერნეტი: 1500 მბ იქნება 1000 მბ-ის ნაცვლად.

ტარიფების ზრდის შესახებ კომპანიებმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, კომპანია “სილქნეტს” ტარიფები პირველი მარტიდან უნდა გაეძვირებინა, თუმცა ეს პროცესი კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნით შეჩერდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიების მხრიდან ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს. კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო.

“აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს და კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბიემჯი