მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) აჭარაში, მაჭახელას ხეობაში, ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება – ვიდეო

მომღერალი ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) აჭარაში, მაჭახელას ხეობაში, ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება - ვიდეოეთნიკურად ქართველი მომღერალი, ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეო მიმართვაში ის აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მცხოვრებლებს მიმართავს და მათ ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება.

„ჩემო მაჭახლელებო, ახლა სტამბულში ვარ. გავიგე, რომ მდინარე მაჭახელაზე ჰესის აშენება უნდათ. ძალიან შევწუხდი და მოგმართავთ თქვენ. ჰესის აშენება-არ აშენება ჯერ თქვენი გადასაწყვეტია, რადგან მანდ ცხოვრობთ თქვენ. ჯერ თქვენ უნდა დაგეკითხონ, გინდათ თუ არა. ჩვენ, აქაური მაჭახლელები ვუერთდებით მოძრაობას, მაჭახელა ჩვენია, არა ჰესების მშენებლობას მაჭახლის ხეობაში. აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენთან ვართ,“ – აცხადებს მომღერალი.

პრაიმტაიმე.გე

https://www.facebook.com/bayar.sahin.1/videos/10156979517932248/