„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ” – ირაკლი კობახიძე

„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ" - ირაკლი კობახიძეირაკლი კობახიძე ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს და სამი დეპუტატის მიერ გუნდის დატოვებას გამოეხმაურა. ის ბესელიას განცხადებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ემოციურ შეფასებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ,“ – თქვა მან.

„ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ამ პროცესებს ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ. ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე ზოგადად განცხადებები არ გააკეთონ ხოლმე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.