ქუთაისში გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს

ქუთაისში გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავესქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს.

”პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.