ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში, მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში, მეწყერი ჩამოწვაქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა.

„რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა მალევე მოხერხდა.

სტიქიის ზონაში ღამე სპეციალურმა ტექნიკამ იმუშავა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

„ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა.

ფორტუნა