თბილისში დავით ჩოხელმა ძმა, მიხეილ ჩოხელი მოკლა

თბილისში დავით ჩოხელმა ძმა, მიხეილ ჩოხელი მოკლათბილისში, სიხარულიძის ქუჩაზე ძმამ საკუთარი ძმა მოკლა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს გარდაცვლილი გიორგი ჩოხელი გახლავთ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარმა ძმამ, დავით ჩოხელმა ესროლა.

მეზობლების გადმოცემით, მკვლელობას წინ უძღოდა ძმებს შორის არსებული კონფლიქტი. მათი თქმით, დავით ჩოხელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმის მიმართულებით გაისროლა.

მიხეილ ჩოხელი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების განცხადებით, ძმებს შორის დაპირისპირება აქამდეც არაერთხელ ყოფილა.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დავით ჩოხელი ბრალდებულის სტატუსით ცხელ კვალზე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლითაც ედება.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმ ტაიმი