ზიდანი შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდეს

ზიდანი შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდესზინედინ ზიდანი შესაძლოა ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში გავრცელდა. ბოლო პერიოდში ჩელსი ცუდ შედეგებს აჩვენებს და ამის გამო შესაძლოა მაურისიო სარიმ მალე თანამდებობა დატოვოს. ლონდონელები უკვე ეძებენ მის შემცვლელს და მათ არჩევანი ზიდანზე შეაჩერეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევრო მოითხოვა და ასევე ედენ აზარის გუნდში დარჩენაც. ცნობილია რომ ზიდანს ყოველთვის სურდა ედენ აზართან ერთად მუშაობა.