ზვიად კუპრავა – “ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში”

ზვიად კუპრავა - "ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში”“სამართალდამცავთა რეფორმირების” ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, წერს რომ მის საცხოვრებელ სახლში ათეულობით პოლიციელი შევარდა.
კუპრავას თქმით, სამართალდამცავები “რაღაც ნივთს” ეძებენ:
“ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერი და იქცეოდნენ ძალიან უხეშად.
ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი… ოჯახს არ შეეხოთ თქვე ფარჩაკებო!
იცით სადაც ვარ და მოდით აქ!
სახლს და ჩემი ოჯახის წევრებს ახლოს არ გაეკაროთ! გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”- წერს კუპრავა.
ცნობისთვის, ზვიად კუპრავა დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული თუმცა “საქმის პოლიტიკურობის” მოტივით ის განყოფილებაში არ მივიდა.
კუპრავამ “ნიუპოსტთან” მისი დაკავება არ გამორიცხა.

ნიუპოსტი