„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“ – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“ - ხაზარაძე ანაკლიის პორტზე„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია თუ როგორ მოილაპარახებს სახელმწიფო პროექტის დამფინანსებელ ბანკებთან:

“ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არც ერთი წამით. არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან”, – განაცხადა ხაზარაძემ.