ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა

ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლატრაგედია ეთიოპიაში – რამდენიმე საათის წინ კომპანია “ეთიოპიის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737 ადის-აბებასაეროპორტიდან აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. კომპანიის ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.

გარდაცვლილები 33 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ლაინერი რეისს კენიის დედაქალაქ ნაირობის მიმართულებით ასრულებდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ტრაგედიის შესახებ პირველი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომელმაც twitter-ის ქსელში სამძიმარი გამოაქვეყნა.