“გირო კრედიტზე” თავდასხმისთვის მამა-შვილი შაიშმელაშვილები არიან დაკავებული

"გირო კრედიტზე" თავდასხმისთვის მამა-შვილი შაიშმელაშვილები არიან დაკავებულიგუშინ, თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტი” დააყაჩაღეს. სამართალდამცავებმა იმავე დღეს ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავეს.

“პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ დაკავებულები არიან 54 წლის გოჩა შაიშმელაშვილი და მისი 30 წლის ვაჟი – გუჯა შაიშმელაშვილი.

მამა-შვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლო წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთხელ გაისროლა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალდებულ მამა-შვილს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

პრაიმ ტაიმი