ჯანო ანანიძემ შვეიცარიელი ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

ჯანო ანანიძემ შვეიცარიელი ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინაევროპა 20-20 საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველო-შვეიცარიას შორის გამართულ მატჩზე ინციდენტი მოხდა: თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელები თავებით ერთმანეთს იმდენად ძლიერად შეეჯახნენ, რომ ერთ-ერთმა გონება დაკარგა.

როგორც გამოცემა „The Sun“ წერს, ქართველმა ფეხბურთელი რომ არა, შემთხვევა ფატალურადაც დასრულდებოდა. ბრიტანულმა გამოცემამ მას „გმირი“ უწოდა.

ჯანო ანანიძემ რისკი სწრაფად შეაფასა, ფეხბურთელს მივარდა, პირი გაუღო და ენა დაუჭირა.

მოგვიანებით, ფაბიან შარმამ შვეიცარიულ გაზეთ “Blick”-ს განუცხადა, რომ არაფერი ახსოვს.

პრაიმ ტაიმი