მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს – ”იოსებისძის გრიგორიევისა, რომელიც დაიბადა ნოემბერს 1817 წ…”

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს - ”იოსებისძის გრიგორიევისა, რომელიც დაიბადა ნოემბერს 1817 წ...”მთაწმინდის პანთეონში მერიის მიერ ძველი საფლავის ქვაა აღმოჩენილი, რომელზეც შესწავლაა დაწყებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებს სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებს. ამ სამუშაოების დროს აღმოჩენილია ძველი საფლავის ქვა. რასაკვირველია, მერიამ მოიწვია სპეციალისტები და დაწყებულია შესწავლა. ახლო მომავალში მოგაწვდით უფრო ვრცელ ინფორმაციას აღმოჩენასთან დაკავშირებით”, – წერს მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ქვაზე იკითხება:

”იოსებისძის გრიგორიევისა რომელიც დაიბადა ნოემბერს 1817 წ…”

იპნ