ნასვამი გიგი გეგეჭკორი 2 დღის წინ გუდაურში წავიდა და დაიკარგა

ნასვამი გიგი გეგეჭკორი 2 დღის წინ გუდაურში წავიდა და დაიკარგა25 წლის გიგი გეგეჭკორს უკვე ორი დღეა ეძებენ, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი მეგობარი ლევან გოგატიშვილი ავრცელებს.

ახლობლების ცნობით, გიგი არაფხიზელ მდგომარეობაში 9 მარტს, საღამოს, წითელსოფლიდან სავარაუდოდ, გუდაურის მიმართულებით წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ მეგობრები, რომლებიც აგარაკზე შაბათ საღამოს გეგეჭკორთან ერთად იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეზონანსი