პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლესპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული 24 წლისაა და შემთხვევა ლიპნიცის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 38 წლის მამაკაცი.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. ინციდენტისას გამოყენებული იყო ცივი იარაღი.

სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.