რეალი მბაპეში 280 მილიონს იხდის

რეალი მბაპეში 280 მილიონს იხდისმადრიდის რეალი მზად არის პსჟ-ს ფორვარდში კილიან მბაპეში რეკორდული თანხა, 280 მილიონი გადაიხადოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზიდანმა ზაფხულში აქცენტი ორი ფეხბურთელის ყიდვაზე გააკეთა.

ესენი არიან ედენი აზარი და კლიან მბაპე. მბაპეს შემთხვევაში რეალს გაუჭირდება, რადგან დიდი ფული პსჟ-ში არ უკვირთ, ხოლო თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას კი ისინი არ აპირებენ.

რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ მალავს იმას, რომ მას ძალიან უნდა მბაპეს შეძენა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.