რომის საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო დააკავეს

რომის საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო დააკავესიტალიის დედაქალაქის, რომის, საკრებულოს თავმჯდომარე მარჩელო დე ვიტო კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, დაკავება საფეხბურთო კლუბ „რომასთვის“ ახალი სტადიონის მშენებლობის გამოძიების საქმის ფარგლებში მოხდა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, გამოძიების ფარგლებში კორუფციის, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო გამოვლენილი სტადიონის და ქალაქის ცენტრში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი შეუწყო აღნიშნული პროექტების დამტკიცებას.

მარჩელო დე ვიტო პარტია „მოძრაობა 5 ვარსკვლავს“ წარმოადგენს.

იპნ