“უკვე ხიდის ჯებირზე იყო გადასული” – ვარკეთილში პატრულმა კაცი თავის მოკვლისგან გადაარჩინა – ვიდეო

"უკვე ხიდის ჯებირზე იყო გადასული" - ვარკეთილში პატრულმა კაცი თავის მოკვლისგან გადაარჩინა - ვიდეომოქალაქე, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობდა საპატრულო პოლიციის თელავის განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბუწანკალურმა გადაარჩინა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილის ხიდებთან მოხდა.

imedinews-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობით იმუქრება. გიორგი ბუწანკალური იხსენებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ჭებირთან შეამჩნია, რომელიც ხიდიდან გადახტომას აპირებდა, თუმცა დაახლოებით ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ ხიდიდან გადმოიყვანა და სახლში ცოლ-შვილთან უვნებლად დააბრუნა. თვითმკვლელობის მცდელობა ოჯახური პრობლემებს უკავშირდებოდა.

,,ახალგაზრდა კაცი ხიდიდან გადახტომას აპირებდა. უკვე ჯებირზე იყო გადასული და მიხვდი, რომ მას დახმარება ესაჭიროებოდა. როგორც კი დავინახე გავაჩერე მანქანა. მანამდე დავრეკე 112-ზე, რათა მოსულიყო სამაშველო სამსახური. მივედი ამ ბიჭთან დავიწყე ლაპარაკი დროის მოგების მიზნით. ვეუბნებოდი რა პრობლემა ჰქონდა ამას რომ აკეთებდა.

მითხრა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ჰყავდა ორი შვილი, რომლებსაც ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრებოდა თუ ქირის ფულს არ გადაიხდიდა. მე მას შესთავაზა სამსახური, რომ მშვიდად ყოფილიყო. გულწრფელად მინდოდა დავხმარებოდი. ვეცადე აქცენტები სხვა მიმართულებით გამეკეთებინა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ მე თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა შევძელი“, – იხსენებს თელავის საპატრულო პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელიც უწყებაში 2010 წლიდან მუშაობს.

გიორგი ბუწანკალური 30 წლის არის. ამბობს, რომ მათი მოვალეობა სწორედ ადამიანების უსაფრთხოება და დახმარებაა, თუმცა მისთვის ეს პირველი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მანძილის სხვაობა ყველაზე მეტად დააფასა.