ბათუმის საკრებულოში “ოცნების” წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს – ვიდეო

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მორიგი სპექტაკლი მოაწყვეს. მმართველ გუნდში კორუფციაც უარყვეს და აღნიშნეს, რომ საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას მიაწოდეს და ისინი სპეციალურად მანიპულირებენ ამ საკითხით.

იპნ

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთს სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთს სცემესვრცლად განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://rustavi2.ge/ka/news/130660

Gepostet von Rustavi 2 am Freitag, 12. April 2019

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019